მთავარისიახლეებისაზოგადოებათურქეთის საზღვარზე ფეხი რომ გადავაბიჯოთ, იქ ყოფნის ერთ დღედ ჩაგვეთვლება

თურქეთის საზღვარზე ფეხი რომ გადავაბიჯოთ, იქ ყოფნის ერთ დღედ ჩაგვეთვლება

Published on

თურქეთმა საზღვრის გადაკვეთის წესში ცვლილება შეიტანა:  თურქეთის საზღვრის გადაკვეთა, იმავე დღეს უკან დაბრუნების შემთხვევაშიც კი, 1 კალენდარული დღის ოდენობით დაფიქსირდება. 
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქებში მუშაობენ და საზღვარს ყოველდღიურად კვეთდნენ, ერთი დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლა ბაზაში აქამდე არ უფიქსირდებოდათ.
 
თურქეთის საკუნსულო ბათუმში თურქეთში ყოფნის ვადასთან დაკავშირებით საინფორმაციო ბარათს აქვეყნებს, სადაც თურქული მხარის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს განმარტავს.
 
ერთი დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლის ბაზაში არ დაფიქსირება, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებენ ქვეყანაში შესვლა-გამოსვლას, ბინადრობის ნებართვის გარეშე 365 დღის განმავლობაში თურქეთში ყოფნა, შესაძლოა, გახდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედების მიზეზი.
 
აღნიშნულის ფარგლებში, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ იმავე დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლა ბაზაში დაფიქსირებული იქნება 1 დღის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ვრცელდება თურქთის ყველა გამტარ პუნქტზე და ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ (180 დღის განმავლობაში 90 დღე), შესაბამისი ბინადრობის ნებართვის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია ქვეყანაში დარჩენის უფლების გახანგრძლივება“
 
„თურქეთის „უცხოელებისა და საერთაშორისო დაცვის შესახებ“ #6458 კანონის 11-ე მუხლის თანახმად, „ვიზით ან უვიზო რეჟიმით უზრუნველყოფილი თურქეთში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს 180 დღის განმავლობაში„ 19 მუხლის თანახმად კი “თურქეთში ვიზით ან უვიზოდ ნებადართულ ვადაზე ან 90 დღეზე მეტი ხნით ყოფნის საჭიროების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბინადრობის ნებართვის აღება სავალდებულოა“. , – ნათქვამია საინფორმაციო ბარათში.

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...