მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსეთში მეგი გოგიტიძის კონცერტები გააუქმეს

რუსეთში მეგი გოგიტიძის კონცერტები გააუქმეს

Published on

ვლადიკავკაზში მეგი გოგიტიძისა და დათო კენჭიაშვილის კონცერტები ცხინვალის პროტესტის გამო გაუქმდა: რესტორან “თორნში”, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო 25 და 26 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტები მეგი გოგიტიძისა და დათო კენჭიაშვილის მონაწილეობით.
ამის შესახებ დეპუტატმა ჩრდილოეთ ოსეთიდან თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა და რესტორნის მფლობელებს მადლობა გადაუხადა სიტუაციის სწორად გაგებისთვის.
კონცერტის გადადება იმან გამოიწვია, რომ ქართველი მომღერლების ვლადიკავკაზში ჩასვლა და სიმღერა თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში გააპროტესტეს.
სოცქსელების მომხმარებლები წერდნენ, რომ მაშინ, როცა ცხინვალში ჩატარდება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული სამგლოვიარო ღონისძიებები, ვლადიკავკაზში ქართველები არ უნდა მღეროდნენ.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...