მთავარისიახლეებისამართალისასამართლო სხდომები მეგის ქარდავას საქმეებზე მის ექსტრადირებამდე, შესაძლოა, აღარ გაიმართოს

სასამართლო სხდომები მეგის ქარდავას საქმეებზე მის ექსტრადირებამდე, შესაძლოა, აღარ გაიმართოს

Published on

მეგის ქარდავას საქმეებზე სასამართლო სხდომები შესაძლოა, აღარ გაიმართოსმანამ, სანამ მისი ექსტრადირება არ მოხდება . ამის შესახებ ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა თქვა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
 
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ბრალდებულის გარეშე სხდომის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ბრალდებული თავს არიდებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებას.
 
იქიდან გამომდინარე, რომ ქარდავას უკრაინაში წინასაექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული, მისი პოზიცია საქართველოში სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით არ არის ცნობილი.
 
"დღევანდელი მდგომარეობით, ის თავს არ არიდებს პროცესს, ეს შეუძლებელია. შესაბამისად, მის გარეშე სხდომის გამართვის უფლება სასამართლოს არ აქვს", – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
 
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, ხუთწლიანი სამძებრო ღონისძიების შემდეგ, უკრაინაში, ქალაქ ივანო ფრანკოვსკში 1 ნოემბერს დააკავეს.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...