მთავარისიახლეები"მარცვლეულის შეთანხმების" შეჩერების გამო, შესაძლოა მარცვლეული 10-15%-ით გაძვირდეს - IMF

“მარცვლეულის შეთანხმების” შეჩერების გამო, შესაძლოა მარცვლეული 10-15%-ით გაძვირდეს – IMF

Published on

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, შავი ზღვის “მარცვლეულის შეთანხმების” შეჩერება მსოფლიოში მარცვლეულის 10-15%-ით გაძვირებას გამოიწვევს.

“ჩვენ ჯერ კიდევ შეფასების პროცესში ვართ, მაგრამ მარცვლეულის ფასების 10%-დან 15%-მდე ზრდა გონივრული შეფასებაა,” – აღნიშნა სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომისტმა და კვლევითი დეპარტამენტის დირექტორმა, პიერ-ოლივიე გურინშასიმ.

მისი თქმით, “მარცვლეულის შეთანხმების” წყალობით, ერთი წლის განმავლობაში უკრაინიდან დანარჩენ მსოფლიოში დაახლოებით 33 ტონა ხორბალი გაიგზავნა და სწორედ ამან შეუწყო ხელი სურსათის ფასებზე ზეწოლის შემცირებას. ახლა კი საერთაშორისო სავალუტო ფონდში ვარაუდობენ, რომ შეთანხმების შეჩერების შემდეგ საპირისპირო პროცესი დაიწყებ, რაც, სავარაუდოდ, ფასებზე უარყოფითად აისახება.

შეგახსენებთ, 17 ივლისს რუსეთმა “მარცვლეულის შეთანხმება” შეაჩერა, რომელიც 2022 წლის ივლისში გაეროს და თურქეთის შუამავლობით, უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში დაიდო. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეჩერების მიზეზი რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილის შეუსრულებლობა იყო.

“მარცვლეულის შეთანხმება” უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს ითვალისწინებდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აფრიკისა და აზიის ქვეყნების ხორბლით მომარაგებისთვის.

სიახლეები

“ოცნებამ” ევროსასამართლოში კიდევ ერთი საქმე წააგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული გელა ჭიღლაძის საქმეზე გადაწყვეტილება...

მარნეულის მერის ძალადობაში ბრალდებული ძმა სახლშია

მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, უკვე სახლში...

ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს...

ტრამპი: არ მჯერა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება. ამის შესახებ...