მთავარისიახლეებიუკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის აგრესიას 497 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის აგრესიას 497 ბავშვი ემსხვერპლა

Published on

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის აგრესიას 497 ბავშვი ემსხვერპლა, 1 077-ზე მეტი კი დაშავდა.

“რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში საერთო ჯამში 1 574 ბავშვი დაზარალდა. 2023 წლის 25 ივლისის დილის მდგომარეობით, დაიღუპა 497 ბავშვი და დაშავდა 1 077-ზე მეტი”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც პროკურატურა აღნიშნავს, რიცხვები საბოლოო არაა. საომარი მოქმედებების ზონებში, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ზუსტი რიცხვების აღსაწერად სამუშაოები მიმდინარეობს.

პროკურატურის ინფორმაციითვე, ყველაზე მეტად დაზარალდა დონეცკის ოლქი:

დონეცკის ოლქი – 481;
ხარკოვი – 298;
კიევი – 129;
ხერსონი – 116;
ზაპოროჟიე – 97;
მიკოლაევი – 89;
დნიპრო – 83;
ჩერნიჰივი – 71;
ლუგანსკი – 67.
24 ივლისს დონეცკის რეგიონში ოკუპანტების თავდასხმას 10 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. 5 და 12 წლის ბავშვები კი დაშავდნენ. ხარკოვის რეგიონში დაბომბვის შედეგად 12 წლის ბავშვი დაშავდა.

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...