მთავარისიახლეებიმსოფლიოირანის ექსპრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი მანიფესტანტთა მხარდაჭერის ბრალდებით დააპატიმრეს

ირანის ექსპრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი მანიფესტანტთა მხარდაჭერის ბრალდებით დააპატიმრეს

Published on

ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი დააპატიმრეს.
 
არაბული გაზეთის Alquds Al-Arabi  მიერ გავრცელებული  ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი ქალაქ ბუშერში მანიფესტანტების წინაშე   საჯარო გამოსვლისას ხელისუფლებას აკრიტიკებდა.
ახმადინეჯადის დაკავების ფაქტს ებრაული გამოცემა Times of Israel-იც ადასტურებს. გაზეთის ინფორმაციით, ბუშერში გამოსვლისას აჰმადინეჯადმა ხელისუფლება ხალხის პრობლემების იგნორირებაში დაადანაშაულა 
 
მისი გამოსვლა თეირანში საპროტესტო გამოსვლების წახალისებად შეაფასეს და ექსპრეზიდენტს შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ირანის ექსპრეზიდენტის დაკავების ფაქტი ოფიციალურ დონეზე ამ დრომდე არ დასტურდება. მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები თეირანსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში 28 დეკემბერს დაიწყო. დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
 
თეირანში, მეშჰედში, ისპაჰანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები 28 დეკემბრიდან  დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული. ბოლო ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...