მთავარისიახლეებისამხედრო თემაქართველმა სამხედროებმა ავღანეთში შობის დღესასწაული აღნიშნეს

ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში შობის დღესასწაული აღნიშნეს

Published on

  ავღანეთში, სამშვიდობო მისიაში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა მაზარი შარიფის სამხედრო ბაზაზე შობის დღესასწაული აღნიშნეს.
 
მესამე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის შემადგენლობა იქ მშვიდობიანი სამხედრო მისიით 2017 წლის ივლისიდან იმყოფება.
 
საზეიმო წირვა-ლოცვა 31-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა გობრონ ზივზივაძემ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მოწყობილ სალოცავში აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა.
 
საზეიმო წირვა-ლოცვას საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და სხვადასხვა ეროვნების სამხედრო და სამოქალაქო პირები დაესწრნენ

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...