მთავარისიახლეებიკონფლიქტებირაულ ხაჯიმბამ კიდევ ერთხელ განმარტა გიორგი ლუკავას გათავისუფლების მოტივები

რაულ ხაჯიმბამ კიდევ ერთხელ განმარტა გიორგი ლუკავას გათავისუფლების მოტივები

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის  ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სოხუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ განუმარტა, თუ რატომ გაათავისუფლა აფხაზურმა მხარემ დრანდის ციხიდან გიორგი ლუკავა. ინფორმაციას Apsnypress.info ავრცელებს.
 
ხაჯიმბამ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილებს უთხრა, რომ დეფაქტო პარლამენტს ახსნა-განმარტება უკვე ჩააბარა და ამ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
 
მისი თქმით, მას „როგორც აფხაზეთის ლიდერს, რომელიც აყალიბებდა ურთიერთობას მოძმე სამხრეთ ოსეთთან, არ შეეძლო სხვაგვარად მოქცევა და უარი ეთქვა ოსეთის თხოვნაზე ჩართულიყვნენ პატიმრების გაცვლის პროცესში“.
 
3 იანვარს გიორგი ლუკავას გადაცემის გამო ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
 
გიორგი ლუკავა 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 25 დეკემბერს სოხუმის ციხიდან  გათავისუფლდა. მაშინ ლუკავამ თქვა, რომ ის ციხიდან არავის სანაცვლოდ არ გაუთავისუფლებიათ.
 
გიორგი ლუკავა სასჯელს დრანდის ციხეში იხდიდა. ის გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების სასაფლაოზე 2011 წლის 8 მაისს დააკავეს.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...