მთავარისიახლეებიუკრაინის ხელისუფლებამ აირჩია ქართველ ხალხზე თავდასხმა, მორალური პედესტალიდან საუბრის უფლება არ აქვთ...

უკრაინის ხელისუფლებამ აირჩია ქართველ ხალხზე თავდასხმა, მორალური პედესტალიდან საუბრის უფლება არ აქვთ – პაპუაშვილი

Published on

“სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა აირჩია ქართველ ხალხზე თავდასხმა როგორც საკუთარი პოლიტიკა და ეს არ არის ახალი. ჩვენ დიდი ხანია ბევრი მიზეზის გამო ანგარიშს ვუწევთ, უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამო, ამ გარემოებას და იცით რომ თავს ვიკავებთ ზედმეტი კომენტარებისგან, როდესაც უკრაინის ხელისუფლებას არჩეული აქვს ქართველ ხალხზე თავდასხმა, როგორც საკუთარი პოლიტიკა. ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის მრჩევლად ნიშნავდნენ, ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ კრიმინალი ადეიშვილი დღეს ფაქტობრივად უკრაინის გენერალური პროკურატურის ერთ ერთი წამყვანი პირია, ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ უკრაინის კონტრდაზვერვის უმაღლესი თანამდებობის პირებმა დააორგანიზეს მიხეილ სააკაშვილის შემოპარვა საქართველოში და დღეს ორგანიზატორები, რომლებიც პირდაპირ ვიცით ვინც არიან და გია ლორთქიფანიძეა ერთ-ერთი მთავარი, არის უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის ხელმძღვანელის მოადგილე და ნაცვლად იმისა, რომ ეს დამნაშავეები გადმოეცა უკრაინის ხელისუფლებას ქართული მართლმსაჯულებისთვის და ქართველო ხალხისთვის, მათ ისინი შეიფარეს დააწინაურეს და არიან მათი ხელისუფლების ნაწილი…

სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლება დღეს აცდენილია საკუთარი ხალხის ინტერესებს იმიტომ, რომ თავს ესხმის ქართველ ხალხს.

უკრაინის ხელისუფლებას აქვს იმის უპირატესობა, რომ მორალური პედესტალიდან ესაუბროს ევროკავშირის თუ დასავლეთის ბევრ ქვეყანას, თუმცა არ მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლებას ჰქონდეს საქართველოსთან მორალური პედესტალიდან საუბრის უფლება, იმ ქვეყანასთან, რომელმაც სამი ომი გამოიარა”.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრემიერ ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას, თითქოს უკრაინა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი იყო.

სიახლეები

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...