ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის $1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი შეიმუშავა. ინფორმაციას დეპარტამენტი თავად ავრცელებს.
როგორც თავდაცვის დეპარტამენტი წერს, დახმარების ახალი პაკეტი ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების განგრძობით მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:
4 ერთეულ NASAMS-ის საზენიტო სარაკეტო სისტემასა და მათთვის განკუთვნილ სარაკეტო მარაგს;
152 მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს;
ნაღმებისგან გაწმენდის მოწყობილობა;
მართვადი რაკეტები;
უპილოტო საჰაერო სისტემები;
ზუსტი საჰაერო საბრძოლო მასალა;
საწვავის 150 მანქანა;
115 ერთეული ტაქტიკური მანქანა ტექნიკის გადასაზიდად;
50 ტაქტიკური მანქანა აღჭურვილობის აღსადგენად;
პორტისა და ნავსადგურების უსაფრთხოების აღჭურვილობა;
ტაქტიკური უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემები;