მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ და რუსეთის წარმომადგენლებმა მწვავედ იკამათეს - ირანში მიმდინარე საპროტესტო...

აშშ და რუსეთის წარმომადგენლებმა მწვავედ იკამათეს – ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გაეროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

Published on

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გაეროში უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
 
შეხვედრაზე შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლებმა მწვავედ იკამათეს.
 
რუსეთის ელჩმა ამერიკული მხარე საგანგებო სხდომის მოწვევის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ირანის შიდა საქმეში ჩარევის მცდელობით ვაშინგტონი უშიშროების საბჭოს ავტორიტეტს ძირს უთხრის. შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა კი კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა ირანელ ხალხს და ქუჩაში გასულ დემონსტრანტებს მამაცი ადამიანები უწოდა.
 
ირანის ელჩმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებში უცხო ქვეყნების ჩარევის გამოძიება მოითხოვა.
 
საპროტესტო აქციების დროს მომხდარ შეტაკებებს ირანის ქალაქებში 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

სიახლეები

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...

ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების...