მთავარისიახლეებირუსეთი მიზანმიმართულად უტევს მარცვლეულის შეთანხმების ინფრასტრუქტურას - ზელენსკიმ სამხედროებს დაცვის გაძლიერება დაავალა

რუსეთი მიზანმიმართულად უტევს მარცვლეულის შეთანხმების ინფრასტრუქტურას – ზელენსკიმ სამხედროებს დაცვის გაძლიერება დაავალა

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ღამით მიზანმიმართულად შეუტია “მარცვლეულის შეთანხმების” ინფრასტრუქტურას. მან სამხედროებს დაავალა გააძლიერონ პორტის ინფრასტრუქტურა და ხალხის დაცვა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ დილით შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია ღამით ოდესაზე, ჟიტომირსა და სხვა რეგიონებზე რუსეთის თავდასხმების შესახებ.

“რუსი ტერორისტები აბსოლუტურად მიზანმიმართულად უმიზნებდნენ მარცვლეულის შეთანხმების ინფრასტრუქტურას და ყველა რუსული რაკეტა – ეს არის დარტყმა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველასთვის მსოფლიოში, ვინც იბრძვის ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის. […]

სამხედროებს დაევალათ ხალხის დაცვისა და პორტის ინფრასტრუქტურის გაძლიერება, საგარეო საქმეთა სამინისტროს კი – პარტნიორებთან კონტაქტების გააქტიურება ტერორისტულ სახელმწიფოზე ზეწოლის გასაძლიერებლად და უკრაინული მარცვლეულის ნორმალური ექსპორტის გასაგრძელებლად”, – თქვა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ზედიზედ მეორე დღეა უკრაინის სამხრეთ საპორტო ქალაქი ოდესა რუსეთის თავდასხმის სამიზნეა. რუსეთმა სამშაბათს განხორციელებულ შეტევაზე თქვა, რომ ეს იყო პასუხი ორშაბათს, კიევის მიერ ყირიმის ხიდზე თავდასხმაზე.

სიახლეები

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...

“ქართული ოცნების” კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს – სამოქალაქო საზოგადოება

საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიასა...

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...