მთავარისიახლეებივესაუბრებით "სტრატეგია აღმაშენებელს " და ეს გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა პროდასავლურ პარტიებსა...

ვესაუბრებით “სტრატეგია აღმაშენებელს ” და ეს გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა პროდასავლურ პარტიებსა და ლიდერებთან ერთად გამარჯვების პლატფორმა შევქმნათ – ხაბეიშვილი

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ სხვადასხვა პროდასავლურ პარტიებთან ერთად “გამარჯვების პლატფორმის” შექმნა სურს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და “რუსული პარტიის” წინააღმდეგ მთავარი “გამარჯვების ცენტრი” მათი პარტიის ბაზაზე გაკეთდება, თუმცა სხვა პარტიების ერთობასაც მიესალმებიან. ხაბეიშვილი ადასტურებს კონსულტაციებს “სტრატეგია აღმაშენებელთან”

“ცხადია, ვესაუბრებით “სტრატეგია აღმაშენებელს ” და ეს გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა პროდასავლური პარტიებსა და ლიდერებთან ერთად გამარჯვების პლატფორმა შევქმნათ. მივესალმებით ყველას, ვინც ამ გამარჯვების პლატფორმაში საკუთარ თავს დაინახავს და ასევე, მივესალმებით იმ ფაქტს თუ ცალკე პროდასავლური პარტიებიც გააკეთებენ ერთობას. ჩვენ საქმეს განახებთ უახლეოს დღეებში.

გამიხარდებოდა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც რომ მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები და ან “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად გააკეთონ გამარჯვების პლატფორმა და ჩვენ ღია ვართ, ან თავად გააკეთონ, აჩვენონ საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი. მივესალმებით პროდასავლური პარტიების ერთობას, იმიტომ, რომ “ნაციონალურ მოძრაობის” ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის წინააღმდეგ,” – ამბობს ხაბეიშვილი ჟურნალისტებთან.

სიახლეები

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...

“ქართული ოცნების” კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს – სამოქალაქო საზოგადოება

საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიასა...

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...