მთავარისიახლეები2024 წელს, ივანიშვილის პოლიტიკიდან გასტუმრებაში მივიღებ მონაწილეობას, რა ფორმით, ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია...

2024 წელს, ივანიშვილის პოლიტიკიდან გასტუმრებაში მივიღებ მონაწილეობას, რა ფორმით, ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია – ნიკა გვარამია

Published on

წავა თუ არა ნიკა გვარამია პოლიტიკაში და რა კონფიგურაციით – “მთავარი არხის” დამფუძნებელი ტვ პირველთან ამბობს, რომ ის მზადაა ოლიგარქის ძალაუფლებისგან ჩამოშორებაში აქტიურად ჩაერთოს და მათ შორის დაეხმაროს ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ რეალური ცვლილებების სურვილი და გეგმა. ნიკა გვარამია საკუთარ აქტივობებს სწორედ მათთან ერთად მოიაზრებს და ამბობს, რომ სხვის მიერ ნაკარნახევი წესებით თამაშს არ აპირებს.

“მე პოლიტიკაში 2024 წელს, ივანიშვილის ამ ქვეყნის პოლიტიკიდან გასტუმრებაში მივიღებ მონაწილეობას ნებისმიერ შემთხვევაში, ციხეში რომ ვყოფილიყავი, მაინც ვეცდებოდი, რომ ეს გამეკეთებინა, გარეთ მით უმეტეს, მაგრამ რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით, მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით.

ჩემი განწყობა იმგვარია, რომ მე მაინტერესებს ხალხი, რომელიც ხედავს, აღიარებს ახლებურ მიდგომებს და ხედავს ახლებურად და არამარტო ცვლილებების გამოწვევა შეუძლია, არამედ ცვლილების როგორც ასეთის, ახლებური გააზრება აქვს.

მე არა ვარ მზად, რომ სხვისი ნაკარნახევი თამაშის წესებით ვითამაშო. ეს არ ეხება ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას, ან ვინმეს კონკრეტულად. მე სურვილ არ მაქვს ამისი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მე თვითონ უნდა დავადგინო წესები იქ, სადაც მე ვიქნები ეს ასე ნამდვილად არ არის. მაგრამ უკვე არსებული და მზა რეცეპტებით სიარული ჩემთვის საინტერესო არ არის და აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელია. ამას მე გამოვრიცხავ” ამბობს ნიკა გვარამია.

სიახლეები

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...

“ქართული ოცნების” კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს – სამოქალაქო საზოგადოება

საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიასა...

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...