მთავარისიახლეებისაზოგადოებაკეთილარში 6 დღის წინათ დაკარგული ახალგაზრდის ნათესავები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ

კეთილარში 6 დღის წინათ დაკარგული ახალგაზრდის ნათესავები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ

Published on

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში დაკარგული 28 წლის ირაკლი კეკელიას ნათესავები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ უწყებამ სამძებრო სამუშაოები გვიან დაიწყო. მათივე თქმით, უკვე მეექვსე დღეა, 28 წლის ბიჭი შინ არ დაბრუნებულა.
 
,,31 დეკემბერს გავიდა სახლიდან. ცხენით იყო, თხები გადენა და არ დაბრუნებულა. არავისთან მტრობა და შუღლი არ ჰქონდა, არც ნასვამი იყო. ცხენი გამოჩნდა, ჩემი შვილი არა. პოლიცია ყურადღებას არ გვაქცევს. ვითხოვთ დახმარებას", – აცხადებს დაკარგულის დედა თამილა კეკელია.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში დაკარგული 28 წლის ირაკლი კეკელიასთან დაკავშირებით ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. გამოძიება დაწყებულია 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...