მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,პატრიოტთა ალიანსის'' მტკიცებით არჩევნები გაყალბდა

,,პატრიოტთა ალიანსის” მტკიცებით არჩევნები გაყალბდა

Published on

გუშინ ღამით  თითქმის 5 საათის განმავლობაში უჯარმის საარჩევნო უბანი პატრიოტთა ალიანსის ლიდერის ირმა ინაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ იყო პიკეტირებული. 

ირმა ინაშვილი მომხრეებთან ერთად ამ კონკრეტული უბნისა და მუხროვანის სამხედრო ნაწილის სპეც-უბანის მონაცემების ბათილად ცნობას ითხოვდა.

მისი მტკიცებით ამ უბანზე  მოხდა ბიულეტენების გაყალბება, ოთახში ჩაკეტეს მათი პარტიის წარმომადგენელი, ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და გათიშეს ელექტროენერგია.

საარჩევნო უბანთან შეკრებილებმა ადგილზე მისულ მუხროვანის საარჩევნო კომისიის თავმჯდოარეს შენობაში შესვლის უფლებაც არ მისცეს. მხოლოდ გამთენიისას მოხერხდა პოლიციის დახმარებით  ჩატარებული კენჭისყრის შედეგების გადატანა საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიაში.

ისინი უჯარმის 13-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობდა, ღამით მიიჭრნენ, თამარ ხიდაშელის მხარდამწერები ავრცელებენ ცნობას, რომ ალიანის წარმომადგენლები უშუალოდ უბანში შეიჭრნენ, თუმცა, როგორც ირკვევა, მოხდა მხოლოდ უბნის ბლოკირება.

ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში მან გაიმარჯვა. მის მხარდამჭერთა პროტესტს ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ არჩევნებში აქტიურობდა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი

 

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...