მთავარისიახლეებიქართველ დიპლომატს განემარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ეს დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია -...

ქართველ დიპლომატს განემარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ეს დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია – უკრაინის საგარეო

Published on

4 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა საქართველოს ელჩი უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილი, რათა გამოეხატათ მკაცრი პროტესტი ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების გამო.

ელჩს თბილისში კონსულტაციისთვის დაბრუნება სთხოვეს.

“გამოითქვა მტკიცე პროტესტი საქართველოში პატიმრობაში მყოფ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების გამო. ქართველ დიპლომატს განემარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ეს დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დამამცირებელი მოპყრობა უკრაინის მოქალაქის მიმართ.

ამის გამო ელჩ ზაქარაშვილს შესთავაზეს დაბრუნდეს თბილისში, კონსულტაციების გასამართად და არსებული სიტუაციის მოგვარების გზების მოსაძებნად.

უკრაინულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, გადაუდებლად დაიწყოს განხილვა სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის საკითხის, მისი მკურნალობისა და შემდგომი მოვლის მიზნით”, – ნათქვამია უკრაინის საგარეოს განცხადებაში.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...