მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისში ხვალისთვის არის ჩანიშნული

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისში ხვალისთვის არის ჩანიშნული

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისში ხვალისთვის არის ჩანიშნული.
 
მიხეილ სააკაშვილის  სახაზინო ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე საქმის მასალებს გაეცნო, თუმცა, ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, მოითხოვს თუ არა პროცესის გადადებას ხვალაც.
 
როგორც ცნობილია, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უკვე ორჯერ იმ მიზეზით გადაიდო, რომ ადვოკატმა საქმის მასალების გაცნობის მიზნით დრო ითხოვა. 25 დეკემბრის სხდომაზე პროცესს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. მათ პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორები შეძახილებით გააცილეს. სასამართლოში შეკრებილმა მხარდამჭერებმა პროკურორებს მონები უწოდეს.
 
აღსანიშნავია, რომ პროკურორმა სააკაშვილის ადვოკატი სხდომის გადადების მოთხოვნის დაყენების გამო სიცრუესა და პროცესის გაჭიანურების მცდელობაში დაადანაშაულა, თუმცა  მოსამართლე გიორგი არევაძემ დააკმაყოფილა  ადვოკატის, შუამდგომლობა სხდომის გადადებასთან დაკავშირებით. 
 
ადვოკატი წინა პროცესზე აცხადებდა, რომ თუ 3 იანვრისთვის არ ექნება მომზადებული დასკვნითი სიტყვა, შესაძლოა გონივრული ვადა კვლავ მოითხოვოს. 
 
პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი კი ხვალინდელ პროცესზე სოფიო გოგლიჩის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს, თუკი ის ”პროცესის გადადებას კვლავ არარეალური მიზეზით მოითხოვს“. 
 

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...