მთავარისიახლეებისაზოგადოებააზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილები...

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს.

Published on

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი ზაქათალაში, დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. გარდაცვალება, სავარაუდოდ, გაზით მოწამვლას უკავშირდება.ჟურნალისტის და – ნურანი ზეინალაბდინ ტაგიევის ქუჩაზე # 2-ში სახლს ქირაობდა. მასთან ერთად გარდაცვლილია მისი მცირეწლოვანი შვილი და ძმის – რამაზანის ასევე მცირეწლოვანი გოგონა. Mეყდან თV-ის მომხდარის შესახებ აფგან მუხთარლის ძმამ ელშანმა აცნობა."ისინი სახლს გაზქურით ათბობდნენ. ღამით ცეცხლი ჩაქრა, ძლიერი ქარი იყო.სახლში გაზი დაგროვდა", – განაცხადა მან.მისი თქმით, ბინაში ნურანის კიდევ ერთი ბავშვი იყო, რომელიც გადარჩა. ელშანის განცხადებით, გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზისთვის გადაასვენეს. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საგამოძიებო იზოლატორში მყოფი მუხთარლიც. მან ადვოკატ ელჩინ სადიხოვს სთხოვა, გაზეთ "ბასტაინფოს" რედაქტორს ეშუამდგომლა, რომ გარდაცვლილთა დაკრძალვის ცერემონიას დაასწრონ.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...