მთავარისიახლეებიპოლიტიკასაკრებულოს სხდომაზე ქალაქის ქონების პრივატიზაციის გეგმა დაამტკიცეს (VIDEO)

საკრებულოს სხდომაზე ქალაქის ქონების პრივატიზაციის გეგმა დაამტკიცეს (VIDEO)

Published on

დღეს გამართულ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა რამდენიმე  საკითხი განიხილეს, მათ შორის  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ნუსხის და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმის დამტკიცების თაობაზე. საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს, თუმცა წინააღმდეგი იყო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბათლომე შელია, რომელმაც ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი მოთხოვნები მორგებულია ერთ კონკრეტულ კომპანიაზე, რომელიც დეპუტატის განცხადებით „მაკდონალდსის“ კონკურენტი კომპანია ვენდია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული რესტორნების ქსელია. დეპუტატის კითხვებს ქალაქ ზუგდიდის მერიაში უპასუხეს.ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ჯიმშერ შეროზიას  განმარტებით, მერია საპრივატიზაციოდ  ობიექტის გატანას აპირებს.  მათგან, პირველ აუქციონზე კედიას ქუჩაზე  მდებარე  სახანძრო-სამაშველო სამსახურის ობიექტი გავა. ამასთან, შეროზია კონკრეტულ კომპანიას არ ასახელებს, თუმცა ცალსახად აცხადებს, რომ თუ ვენდი დაინტერესდება ქალაქში ინვესტიციების ჩადებით, ზუგდიდის მერია აღნიშნულს მიესალმება.

გარდა ამისა, ქალაქის მერია აუქციონზე ყოფილი სასტუმრო „ოდიშის“ მეორე და მესამე სართულების გატანასაც გეგმავს.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...