მთავარისიახლეებიზაპოროჟიეს სადგურზე ტერაქტის გეგმა სრულად არის მომზადებული და დამტკიცებული

ზაპოროჟიეს სადგურზე ტერაქტის გეგმა სრულად არის მომზადებული და დამტკიცებული

Published on

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის თქმით, რუსეთს უკვე მომზადებული და დამტკიცებული აქვს თავდასხმა ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე.

“ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე ტერაქტის გეგმა სრულად არის შემუშავებული და დამტკიცებული. კატასტროფის დასაჩქარებლად შესაძლოა, ტექნიკური საშუალებები იქნას გამოყენებული, სიტუაცია ამაზე უფრო სერიოზული არასდროს ყოფილა”, – თქვა კირილ ბუდანივმა.

შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით ისაუბრა უკრაინის შს მინისტრმაც. მან მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და გააცნო გეგმა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში.

“პირველ რიგში, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ყურადღებით მოისმინოთ, რასაც ჩვენ გეტყვით. რა ხდება ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე – რადიაციული ფონი, რომელიც შესაძლოა ხელოვნურად გაიზარდოს ჰაერში აქტიური იქნება ერთი დღის განმავლობაში, შემდეგ ჩვენ 80%-ით შევამცირებთ რადიაციას. ამ ხნის განმავლობაში თუ არ იქნება საევაკუაციო ღონისძიებები გატარებული, ყველა მოქალაქე უნდა ჩაიკეტოს საკუთარ საცხოვრებელში და გამორთოს სავენტილაციო სისტემები – კონდიციონერები, გამათბობლები და ა.შ. აუცილებელია, სახლებსა და ბინებში ნაჭრებით ან წებოვანი ლენტებით ამოქოლოთ ყველა ადგილი, საიდანაც შეიძლება ჰაერო შემოვიდეს. დანარჩენ მითითებებს ან ქცევის ყველა წესს ჩვენ ეტაპობრივად მოგაწვდით”, – თქვა იგორ კლიმენკომ.

სიახლეები

იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო  ამის შესახებ ინფორმაციას...

საფრანგეთში არეულობის ზარალი შესაძლოა 1.2 მილიარდ ევროს აჭარბებდეს

საფრანგეთში მომხდარი არეულობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 1.2 მილიარდ ევროს გადააჭარბოს. ამის შესახებ სააგენტო...

დღეს საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვას იწყებს

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს. არსებითი...

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...