მთავარისიახლეებიშავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი 10 დღეში ერთხელ განხორციელდება - გარემოს ეროვნული...

შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი 10 დღეში ერთხელ განხორციელდება – გარემოს ეროვნული სააგენტო

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე განახორციელებენ. მიღებულ შედეგებს საზოგადოებას ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე აცნობებენ.

მანამდე 9 სადგურზე შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი ყოველთვიურად ხორციელდებოდა.

“კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.

აღებული სინჯები საანალიზოდ გაიგზავნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და აკრედიტირებულია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისად”, – ნათქვამია განცხადებაში.

შავი ზღვის წყლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთმა კახოვკის კაშხალი ააფეთქა. გარდა დაიბნძურების რისკისა, გაერო ამბობს, რომ კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად, წყალმა ნაღმები შეიძლება შავი ზღვის სანაპიროებზე ჩაიტანოს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...