მთავარისიახლეებიუკრაინაDeutsche Welle: ,,სააკაშვილი არსად გაიქცევა. არსად წავლენ ანტიკორუფციული ორგანოები. როგორი იქნება...

Deutsche Welle: ,,სააკაშვილი არსად გაიქცევა. არსად წავლენ ანტიკორუფციული ორგანოები. როგორი იქნება უკრაინის პოლიტიკისთვის 2018 წელი?”

Published on

,,სააკაშვილი არსად გაიქცევა. არსად წავლენ ანტიკორუფციული ორგანოები, რომელთა  "კლიენეტებს'' შორის იყვნენ და რჩებიან პოროშენკოს ახლობელი ადამიანები.ამდენად 2018 წელი არც თუ ისე მარტივი იქნება უკრაინისთვის- წერს  Deutsche Welle ანალიტიკურ სტატიაში ,,  როგორი იქნება უკრაინის პოლიტიკისთვის 2018 წელი?''
 
ღირსების რევოლუციიდან 4 წლის გასვლის შემდეგ ხალხი ხელისუფლებისგან მოითხოვს გადამწყვეტ მოქმედებებს, უფრო დაზუსტებით კი-შედეგებს. ომი უკრაინის აღმოსავლეთით მოიცავს ტოტალურ კორუფციას ხელისუფლების ყველა დონეზე, ხარისხიანი ცვლილებების ფონზე ფორმირდება სერიოზული ხალხის საპროტესტო ტალღა. პრეზიდენტ პოროშენკოს გუნდის წინაშე, რომლებსაც სურთ გამარჯვება მოიპოვონ  2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე არც თუ მარტივი ამოცანა დგას: ახალ წელს მოიძიონ არა მარტო მტრები უკრაინის პოლიტიკურ წრეებში, არამედ მოახდინონ მის მიერ შესრულებული სამუშაოს დემონსტრირება.
 
გაიმარჯვებენ თუ არა ანტიკორუფციონერები კორუფციონერებზე?
 
2018 წელს უკრაინა ხვდება ეროვნული ანტიკოურციულო ბიუროს (НАБУ) მკაცრი წინააღმდეგობის ფონზე. 3 წლის წინ, უკრაინელი პოლიტიკოსები სიამაყით საუბრობდნენ ახალ ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე, პროგრესული დეკლალირებული ჩინოვნიკებით და ა.შ მაგრამ აღმოჩნდა, რომ გავიდოდა კიდევ ერთი წელი და მეორე წელს უკრაინა სრულიად გაიწმინდებოდა არაპატიოსანი პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკებისგან. მაგრამ რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა. (НАБУ) სისტემას შეეჯახა. სისტემას მრგვალს და დაუნდობელს.
 
ახალი წელი გადამწყვეტი იქნება კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლებსა და კორუფციონერებს შორის. საკითხი დღეს ასე დგას: ან  მოქმედი კლეპტოკრატია შეინარჩუნებს ხელისუფლებას, ან  იგი დამარცხდება. ყველაფერი კი დამოკიდებულია პრეზიდენტ პოროშენკოზე, გენერალურ პრკურორ ლუცენკოზე და უშიშროების მეთაურზე, ვასილი გრიცაკზე. 
 
ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელს დაიწყებს მუშაობას სახელმწიფო საგამოძიებო ბიურო, რომელიც დაკავდება უკრაინელი ტოპ-კორუფციონერებით. არ არის ასევე გამორიცხული, რომ უკრაინაში გამოჩნდეს ანტიკორუფციული სასამართლო, რომლის შექმნასაც აიძულებს დასავლეთი და ოპოზიცია. შესაძლებელია ვიქონიოთ იმედი, რომ ამ ყველფრის ერთობლიობა გაიმარჯვებს კორუფციაზე.
 
 

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...