მთავარისიახლეებიეკონომიკაფასები პროდუქტებსა და საწვავზე გაიზარდა - ეროვნული ბანკი ნოემბრის ფასების მიმოხილვას აქვეყნებს

ფასები პროდუქტებსა და საწვავზე გაიზარდა – ეროვნული ბანკი ნოემბრის ფასების მიმოხილვას აქვეყნებს

Published on

ეროვნული ბანკი  ნოემბერის თვეში ფასების მაჩვენებლების   მიმოხილვას  ავრცელებს. 
 
,, თვის მიმოხილვის'' თანახმად, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის ნოემბერში  ინფლაციამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე 1.1 პროცენტით გაიზარდა. როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, „წლიურ ინფლაციაში კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობს თამბაქოს პროდუქტების, საწვავისა და ავტომობილების გაძვირება, რაც ამ პროდუქტებზე აქციზის გადასახადის მატებითა და ნავთობის მსოფლიო ფასების გაძვირებით არის გამოწვეული. ნოემბრის წლიური ინფლაციიდან ამ პროდუქტებზე 2.7 პროცენტული პუნქტი (პ.პ), მოდიოდა. სხვა ერთჯერადი ფაქტორებიდან აღსანიშნავია გაზის გადასახადის მომატება და მნიშვნელოვანწილად ნავთობის გაძვირების გამო თვითმფრინავით მგზავრობის გაძვირება. მათი ჯამური გავლენა ინფლაციაზე 0.4 პ.პ-ია. 2.1 პ.პ სურსათის, ხოლო 1.7 პ.პ – დანარჩენი პროდუქტების გაძვირებაზე მოდიოდა“, – ნათქვამია მიმოხილვაში. 
 
„თვის მიმოხილვის“ თანახმად, ნოემბერში აღსანიშნავია თვითმფრინავით მგზავრობის ფასის ზრდა 42 პროცენტით. გაიზარდა ასევე დიზელის საწვავის ფასი, რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირებას უკავშირდება. სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარე, გაძვირდა ზოგიერთი ბოსტნეული და გაიაფდა ციტრუსი.
 
26%-ით გაძვირდა „ბოსტნეულის“ ქვეჯგუფში შემავალი პროდუქტები, 10 %-ით მოიმატა ფასებმა „ხორცსა და ხორცის პროდუქტების“ და „რძე, ყველი და კვერცხის“ ქვეჯგუფის, ხოლო 9 %-ით კი – ხილის ფასებმა, – ამის შესახებ ნათქვამია 
 
„ფასები ზემოთ აღნიშნულ ქვეჯგუფებში შემავალ პროდუქტებზე გასული წელს ძირითადად მცირდებოდა. ბოსტნეულის საშუალო წლიური დეფლაცია -9.2, ხორცის და ხორცის პროდუქტების -0.5, ხოლო რძის, ყველისა და კვერცხის -0.7 პროცენტი იყო. ჯამში სურსათის საშუალო წლიური ინფლაცია კი 1.3 პროცენტს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წელს ზემოთჩამოთვლილ პროდუქტების საგრძნობი გაძვირება ძირითადად საბაზო ეფექტით შეიძლება აიხსნას“, – ნათქვამია მიმოხილვაში. 
 
ნოემბერის „თვის მიმოხილვის“ თანახმად, გასული წლის დასაწყისიდან შაქარზე მსოფლიო ფასების ზრდის გამო შაქრის შემცვლელი პროდუქტები მნიშვნელოვნად ძვირდებოდა და მათი წვლილი საერთო ინფლაციაში მაღალი იყო. მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასის კლების პარალელურად მიმდინარე წლის დასაწყისიდან შაქრის ინფლაციას კლების ტენდენცია ჰქონდა და საბოლოოდ ივლისში ამოიწურა. ხოლო ნოემბერში შაქრის ფასის 10 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. შაქრის შემცველ პროდუქტებზე ფასები თითქმის არ შეცვლილა.
 

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...