მთავარისიახლეებიპოლიტიკა„თაუნპარკს ბიუჯეტში 6 თვის მანძილზე ერთი თეთრი არ შეუტანია“- ენმ

„თაუნპარკს ბიუჯეტში 6 თვის მანძილზე ერთი თეთრი არ შეუტანია“- ენმ

Published on

შპს  “თაუნ პარკს“, რომელსაც ქალაქში პარკირების მოწყობა და ადგილობრივ ბიუეჯტში ყოველწლიურად 203 ათასი ლარის შეტანის ვალდებულება აქვს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, 6 თვის მანძილზე ბიუჯეტში ერთი თეთრი არ შეუტანია. საკრებულოს დეპუტატის ანა წითლიძის თქმით, კომპანიის ელექტრონულ აუქციონში გამარჯვება  არის კრიმინალური  გარიგება, რომელსაც მაღალჩინოსნები მფარველობენ.კომპანია „თაუნპარკს,2017 წლის ივნისში მერიის ბრძანების შესაბამისად ტერიტორიები ათწლიანი იჯარით გადაეცა. ფრაქციის მიერ გამოთხოვილ წერილში, რომელიც 27 დეკემბრით თარიღდება და რომელსაც ხელს აწერს ზუგდიდის მერი ლაშა გოგია, ნათქვამია, რომ „თაუნპარკს“, რომელსაც  ხელშეკრულების მიხედვით სამ თვეში ერთხელ 50 750 ლარის გადახდა დაეკისრა, არ შესრულებულა. წერილში იქვე განმარტებულია, რომ კომპანიას საიჯარო ქირის დავალიანების ოდენობისა და გადახდის თარიღის შესახებ ეცნობა, თუმცა არ არის მითითებული დრო და ვადები. ამ საკითხთან დაკავშირებით მერიაში დღეს ოფიციალური კომენტარზე უარი განაცხადეს, უწყებაში აღნიშნავენ, რომ საკითხი შესწავლის პროცესშია. რაც შეეხება თაუნპარკს, კომპანიის ოფისი დაკეტილია, ხოლო მისი ხელმძღვანელი ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობს.
 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...