მთავარისიახლეებისაზოგადოებასაკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2”-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა

Published on

საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. პლენუმმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა და სამაუწყებლო კომპანიის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
 
ე.წ. ამორალური გარიგების საქმის განხილვა ორ წელზე მეტია მიმდინაროებს. ტელეკომპანია "საქართველო" სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც ფასის არაპროპორციულობის გამო, ხელშეკრულების ბათილობის შესაძლებლობას ქმნის.
 
მუხლის ბათილობა არხს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე სჭირდებოდა. კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დასრულებული იყო, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებებით სასამართლოს ერთ წევრს საქმის პლენუმისთვის გადაცემის უფლება მიეცა.
 
ამ ეტაპზე გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის საქმეზე გავლენას უკვე ვეღარ მოახდენს.
 
საკონსტიტუციო სასამართლომ თითქმის ერთწლიანი ფიქრის შემდეგ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. პლენუმმა სამაუწყებლო კომპანიის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ე.წ. ამორალური გარიგების საქმის განხილვა ორ წელზე მეტია მიმდინარეობდა.
 
ტელეკომპანია "საქართველო" სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც ფასის არაპროპორციულობის გამო, ხელშეკრულების ბათილობის შესაძლებლობას ქმნის. როგორც „რუსთავი 2“-ის იურისტი განმარტავს,ამ  მუხლის ბათილობა არხს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე სჭირდებოდა.
 
გადაწყვეტილება უარის სესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მხოლოდ 5 ხმით მიიღო. გადაწყვეტილებას მხარი გიორგი კვერენჩხილაძემ, ირინა იმერლიშვილმა, მაია კოპალეიშვილმა და თამაზ ცაბუტაშვილმა არ დაუჭირეს.საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ზაზა თავაძის .განცხადებით, აღნიშნული მოსამართლეთა განსხვავებული მოსაზრებები გადაწყვეტილებას დაერთვება.
 
საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველი  სალომე ჯოხაძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხსნის იმით, რომ  მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია იყო ბუნდოვანი.
 
„საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ნორმა წარმოადგენს გარიგების ბათილობის უზოგადეს საფუძველს, რომლის მიზანიც არის მოწესრიგების გარეშე არ დატოვოს ისეთი შემთხვევები, რომლებიც გამომდინარეობს სახელშეკრულებო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებიდან, თუმცა არ არის გათვალისწინებული გარიგების სხვა საფუძვლებში,“ – განაცხადა მან. 
 
 

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...