მთავარისიახლეებისაზოგადოებააზიურ ფაროსანას მომავალ წელს დამატებითი ტექნიკით შეებრძოლებიან

აზიურ ფაროსანას მომავალ წელს დამატებითი ტექნიკით შეებრძოლებიან

Published on

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, შპს „მექანიზატორი“ 120 მაღალი გამავლობის ტექნიკას (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი) და 20 ერთეულ შემასხურებელ სასოფლო-სამეურნეო იმპლემენტს შეიძენს.
 
შპს „მექანიზატორისა“ და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები საქართველოში რეგისტრირებულ ტექნიკის მომწოდებულ 60-მდე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან გამართეს და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც დღეს აღნიშნულ ბაზარზე არსებობს.
 
ტექნიკის მომწოდებლებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა.
 
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროს მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განსახორციელებლად დამატებით თანხები გამოიყო, რომელიც გარდა შესაწამლი პრეპარატებისა, შესაბამისი ტექნიკის შეძენას უნდა მოხმარდეს.
 
გიორგი ხანიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ 2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა თანმიმდევრულად, დროში ზუსტად განსაზღვრული გრაფიკით განხორციელდა, რისთვისაც პროგრამის ფარგლებში ოპერტიულად უნდა მოხდეს საჭირო აღჭურვილობის შესყიდვა.

სიახლეები

მალანიას ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. შს მინისტრის ყოფილი...

ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%,...

საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო...

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...