მთავარისიახლეებიეკონომიკაბიძინა ივანიშვილის ქონება წელს $350 მილიონით გაიზარდა

ბიძინა ივანიშვილის ქონება წელს $350 მილიონით გაიზარდა

Published on

Bloomberg-ის ინდექსის მიხედვით 2016 წლის 27 დეკემბრიდან 2017 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ქონება $350 მილიონით გაიზარდა. გასული წლის ბოლოს Bloomberg-ს ივანიშვილის ქონება $5,45 მილიარდად ჰქონდა შეფასებული, დღეს კი მისი ქონება $5,8 მილიარდია.
 
წლის პირველ სამ თვეში ბიძინა ივანიშვილის ქონება $100 მილიონით გაიზარდა, თუმცა, მარტში $5,5 მილიარდამდე შემცირდა. აგვისტოში ივანიშვილის ქონება $5,65 მილიარდამდე გაიზარდა, დეკემბრის ბოლომდე კი ივანიშვილი კიდევ $150 მილიონით გამდიდრდა.
 
ივანიშვილის ქონება $5,8 მილიარდი ბოლოს 2015 წლის აგვისტოში იყო. ბოლო 5 წელში, ყველაზე მეტ ქონებას ივანიშვილი 2013 წელს ფლობდა და ის $6,4 მილიარდს შეადგენდა.

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...