მთავარისიახლეებისამართალივანო მერაბიშვილს დღეს აცნობეს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მის ...

ვანო მერაბიშვილს დღეს აცნობეს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი განაცხადა

Published on

 ვანო მერაბიშვილს დღეს აცნობეს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ მის  პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი განაცხადა. 
 
საბჭომ ეს საკითხი 25 დეკემბერს განიხილა. კომისიის ერთ-ერთი წევრის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განმარტებით, ყოფილი პრემიერმინისტრის ვადამდე გათავისუფლების საკითხზე მსჯელობისას რამდენიმე ფაქტორი გაითვალისწინეს.
 
“ვანო მერაბიშვილს 5 სხვადასხვა საქმეზე სასჯელი შთანთქმის პრინციპით 6 წლით და 9 თვით განისაზღვრა. ამათ გარდა იყო კიდევ ერთი საქმე, რომელზეც განაჩენი ამ წლის მაისში დადგა და სასჯელის ზომად წელიწადზე მეტი განესაზღვა. ამ საქმეზე მას ჯერ არ უწევდა დრო, რომ ვადამდე გათავისუფლებაზე შუამდგომლობა შემოეტანა. შესაბამისად, დანარჩენ ხუთზე, რომც მიგვეღო გადაწყვეტილება ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე, ის მაინც ვერ გავიდოდა თავისუფლებაზე“, – განმარტა კილაძემ.
 
ამას გარდა, კომისიის წევრის თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას კომისია სხვა ფაქტორებსაც იღებს მხედველობაში და მათ შორის ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესაც.
 
“ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რას აკეთებდა ვანო მერაბიშვილი რეჟიმის დროს. ესევ ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო, რითაც კომისიამ იხელმძღვანელა. თუმცა, ვერავინ დაგვაბრალებს არაჰუმანურ პოლიტიკას. გარდა ამნისტიის აქტისა, რაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოიცა, ჩვენ შევცვალეთ სასჯელის განსაზღვრის წესიც. სასამართლოს იმ კანონებით რომ ეხელმძღვანელა, რაც ყოფილი ხელისუფლების პირობებში მოქმედებდა, მერაბიშვილის ყველა საქმეზე სასჯელის შეკრებით მას 31 წლის მოხდა მოუწევდა და არა 6 წლის და 9 თვის, როცა ყველაზე მაღალმა სასჯელის ზომამ შთანთქა დანარჩენი“, – განმარტა სოფო კილაძემ.
 
ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. 
 
საერთო სასამართლოებში მერაბიშვილის მიმართ განხილული საქმეები და სასჯელის ვადები ასე გამოიყურება: 1.“აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე – 2 წელი და 3 თვე; 2. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა – 3 წელი; 3. აქციის დარბევა 2011 წლის 26 მაისს – 4 წელი და 6 თვე; 4. მითვისება გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა – 5 წელი; 5. ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება – 6 წელი და 9 თვე. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო სახედ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამ განაჩენით, მერაბიშვილს გათავისუფლება 2020 წლის მარტში უწევს. პატიმრობის კოდექსის თანახმად, ე.წ. უდო ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში გამოიყენება მაშინ, თუ მსჯავრდებულს მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი. მძიმე დანაშაულის შემთხვევაში კი მსაჯვრებულს სასჯელის 2/3 უნდა ჰქონდეს მოხდილი.
 
მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე ინფორმაცია 2017 წლის იანვარშიც გავრცელდა. მაშინ ითქვა, რომ ყოფილი შს მინისტრი შეიძლება გაზაფხულზე გაეთავისუფლებინათ, თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტომ ეს შესაძლებლობა მაშინ უარყო.
 
ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას  პარტიები "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო"მოითხოვენ.  ისინი აცხადებენ, რომ მერაბიშვილი პოლიტპატიმარია და პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

სიახლეები

ყველანი თავისი გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში – მეუფე ისაია შიო მუჯირზე

მეუფე ისაიას პირველი კომენტარი ახალი პატრიარქის გამორჩევის შემდეგ - ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ამბობს,...

სააპელაციო სასამართლომ სინდისის 9 პატიმრის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი...

მთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა – მზია ამაღლობელის სიტყვა სასამართლოზე

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე...

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ( ტახტზე აყვანის წეს-განგება) ხვალ, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს...