მთავარიUncategorizedISW: რუსეთი ცდილობს დააკნინოს უკრაინის არმიის წარმატებები შეტევაში

ISW: რუსეთი ცდილობს დააკნინოს უკრაინის არმიის წარმატებები შეტევაში

Published on

აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები წერენ, რომ უკრაინის არმიამ უქმეებზე, მინიმუმ, სამი მიმართულებით შეუტია და მთელი რიგი დასახლებული პუნქტები გაათავისუფლა, გაარღვია რა რუსეთის არმიის თავდაცვის პირველი ხაზი.
თუმცა რუსული მედია ცდილობს, ეს ისე წარმოაჩინოს, თითქოს უკრაინელებმა დაიკავეს ე.წ. რუხი ზონის დასახლებული პუნქტები, რომლებსაც რუსი სამხედროები მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებდნენ და მალავს თავდაცვის ზოლის გარღვევის ფაქტს.
შეგახსენებთ, უკრაინის არმია ეტაპობრივად ავითარებს კონტრიერიშების, ბრძოლით დაზვერვის მანევრირების მაღალ ტემპს ზაპოროჟიისა და დონეცკის ფრონტის მიმართულებებზე, რუსული საოკუპაციო ძალები დროულად ვეღარ ახდენენ რეაგირებას ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე, რის შედეგადაც უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა მოახდინეს ტაქტიკური დონის კონტრიერიშებიდან წარმატებული, მცირე მასშტაბის ბლიცკრიგის მოწყობა ფლანგებზე უშუალოდ ზაპროჟიისა და დონეცკის რეგიონების საზღვრის მომიჯნავედ და ზაპოროჟიის დასავლეთ ფლანგზე.
https://odishinews.ge/2023/06/12/omis-474-e-dghe-sad-ra-khdeba-ukrainashi/

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...