მთავარისიახლეებისაზოგადოებაბადრი ჯაფარიძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბრძოლა უნდა გააგრძელოს ცალკე

ბადრი ჯაფარიძე – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბრძოლა უნდა გააგრძელოს ცალკე

Published on

ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი უნდა შეიცვალოს, აქედან გამომდინარე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააგრძელოს ბრძოლა თავისი ელექტორატისთვის ცალკე დამოუკიდებლად და პროევროპული სხვა პარტიები უნდა შევეცადოთ შევქმნათ ისეთი ერთობა, რომელიც შეძლებს გაარღვიოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ერთობის შექმნა არ გულისხმობს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ასევე, იმ პარტიებთან თანამშრომლობას, რომლებსაც ასეთ ერთობაში მონაწილეობა არ სურთ.

„დანარჩენ ყველა შესაძლო პარტნიორთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ან დაიწყება მოლაპარაკება. ეს არის ძალიან დელიკატური პროცესი, შესაბამისად, წინასწარ საუბარი იმაზე, თუ როდის მოხდება ასეთი ერთობის შექმნა, ვისთან ერთად განხორციელდება, მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი იქნება,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, „ლელოს“ მიზანია, რომ პროდასავლური პარტიების და პოლიტიკოსების კონსოლიდაციას ხელი შეუწყოს.

„ლელოს“ გეგმები არის ძალიან ამბიციური. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა „ლელო“ არის სწორედ იმ ზრდის ეტაპზე, როცა ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი. ვხედავთ საზოგადოებიდან დიდ მხარდაჭერას, მოლოდინებს და ამისთვის აუცილებელია, რომ ჩვენ გავაათმაგოთ ჩვენი ძალისხმევა ყველგან, სადაც „ლელო“ არის წარმოდგენილი.

ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ „ლელო“ უნდა გახდეს არა მიზიდულობის ცენტრი, არამედ, „ლელომ“ ხელი შეუწყოს პროდასავლური პარტიების და პოლიტიკოსების კონსოლიდაციას.

ჩვენი ამოცანაა, რომ ისეთი პროევროპული ერთობის შექმნას შევუყოთ ხელი, სადაც იქნებიან თანასწორი, თანაბარუფლებიანი პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები გაერთიანებული, სადაც ჩვენ შევძლებთ სწორედ, რომ ევროპული იდეის ირგვლივ გავერთიანდეთ, სადაც შევძლებთ რომ გვერდზე გადავწიოთ პოლიტიკური პირადი ამბიციები და ყველაფერი დავუქვემდებაროთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას,“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

სიახლეები

ომბუდსმენმა ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. სახალხო...

Bloomberg – პარიზის შეხვედრაზე უკრაინაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებაზე იმსჯელებენ

ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს...

ზუგდიდში სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

ზუგდიდში კაცმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა |...

მოკლული გიგა ავალიანის ოჯახი დღეს პროკურატურასთან აქციას აანონსებს

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - მოკლული გიგა ავალიანის ოჯახს ოპასუხი არ მიუღია. მოკლული მასწავლებლის დედა...