მთავარისიახლეებისამართალისაქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა.

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა.

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა.
 
 შეწყალების აქტის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს 123 პატიმარი, ხოლო 64 პატიმარს სასჯელის ვადა შეუმცირდა – განაცხადა  დღევანდელ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ.
 
”რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა მსჯავრდებულთა შეწყალების მორიგი აქტი. დეკემბრის შეწყალების თანახმად, საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ 187 მსჯავრდებულს შეეხო შეწყალება. ამ 187 მსჯავრდებულიდან 12 არის ქალი და 3 არის არასრულწლოვანი. დღევანდელი შეწყალების აქტის თანახმად, საპატიმრო დაწესებულებებს 123 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს. ამ 123 მსჯავრდებულიდან 8 არის ქალი და 1 არის არასრულწლოვანი. 64 მსჯავრდებულს, რომელთა შორის არიან როგორც ვადიანი, ისე უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირები, საპატიმრო სასჯელი შეუმცირდათ სხვადასხვა ოდენობით. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო შეწყალების კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე. კომისიამ იმუშავა 14-24 დეკემბრის პერიოდში და სულ განიხილა 1182 მსჯავრდებულის საქმე”, – განაცხადა ქორიძემ.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...