მთავარისიახლეებიომის დანაშაულია, პასუხისმგებლობას დავაკისრებთ რუსეთსა და მის მარიონეტებს - მიშელი კაშხლის აფეთქებაზე

ომის დანაშაულია, პასუხისმგებლობას დავაკისრებთ რუსეთსა და მის მარიონეტებს – მიშელი კაშხლის აფეთქებაზე

Published on

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ნოვა ხაკოვკაში კაშხალზე რუსეთის თავდასხმას გამოეხმაურა.

მიშელმა თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა და თქვა, რომ რუსეთს მომხდარის გამო პასუხისმგებლობა დაეკისრება.

“შოკირებული ვარ ნოვა კახოვკას კაშხალზე უპრეცედენტო თავდასხმით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება აშკარად კვალიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული. ჩვენ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ რუსეთსა და მის მარიონეტებს”, – დაწერა მიშელმა.

Shocked by the unprecedented attack of the Nova Kakhovka dam.

The destruction of civilian infrastructure clearly qualifies as a war crime – and we will hold Russia and its proxies accountable.

— Charles Michel (@CharlesMichel) June 6, 2023
უკრაინული მხარის ცნობით, ოკუპანტებმა ჰიდროელექტროსადგური დღეს, 6 ივნისს ააფეთქეს. აფეთქების გამო, წყალდიდობის საფრთხის წინაშე არიან მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებები. დატბორვის რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ევაკუაცია დაწყებულია.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვკის ჰესის აფეთქების გამო უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...