მთავარისიახლეებიომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი - ზურაბიშვილი კაშხლის აფეთქებაზე

ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი – ზურაბიშვილი კაშხლის აფეთქებაზე

Published on

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, ნოვა კახოვკის კაშხლის აფეთქებას გამოეხმაურა და მომხდარი დაგმო. ზურაბიშვილმა თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა.

“საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ,,ნოვა კახოვკას” კაშხალზე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

I strongly condemn another severe war crime committed by Russia. Horrible attack on civilian infrastructure – Nova Kakhovka dam once again shows 🇷🇺’s brutal tactics. These war crimes must be answered by justice.

All of Georgia stands with 🇺🇦

— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) June 6, 2023
უკრაინული მხარის ცნობით, ოკუპანტებმა ჰიდროელექტროსადგური დღეს, 6 ივნისს ააფეთქეს. აფეთქების გამო, წყალდიდობის საფრთხის წინაშე არიან მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებები.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვკის ჰესის აფეთქების გამო უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...