მთავარისიახლეებივისაუბრებ როგორ შეიძლება ევროპული პერსპექტივა რეალობად იქცეს - რობინ ვაგენერმა საქართველოში ვიზიტი...

ვისაუბრებ როგორ შეიძლება ევროპული პერსპექტივა რეალობად იქცეს – რობინ ვაგენერმა საქართველოში ვიზიტი დაიწყო

Published on

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინატორი სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რობინ ვაგენერი ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, ასევე სხვა დეპუტატებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

საქართველოში ჩამოსვლამდე ბატონმა ვაგენერმა განაცხადა:

“საქართველოში მივემგზავრები, რათა მკაფიო გავხადო, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ეს პერსპექტივა რეალობად იქცეს. ამასთან ნათელია, რომ ევროკავშირისაკენ მიმავალი გზა მარტივი არ არის. ჩვენ დავინახეთ, რომ აუცილებელი რეფორმების გატარება არ არის ადვილი და ხანდახან წინააღმდეგობებს აწყდება. ვაღიარებ იმ ნაბიჯებს, რომლებიც მთავრობამ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად გადადგა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამის შესახებ ვისაუბრებ მთავრობის, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან”.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...