მთავარისიახლეები"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" წევრებმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის შეწყალების მოთხოვნით ადმინისტრაციაში...

“ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის” წევრებმა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის შეწყალების მოთხოვნით ადმინისტრაციაში წერილი შეიტანეს

Published on

“ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის” წევრებმა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალური წერილით მიმართეს. მოძრაობის წევრები სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვენ.

“ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის სახელით ჩვენ შევიტანეთ წერილი პრეზიდენტის სახელზე, რომლითაც კიდევ ერთხელ წარმოვადგენთ ჩვენ დასაბუთებას და ვთხოვთ პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია. თან დავურთეთ საქმის მასალები, ორივე ინსტანციის განაჩენი. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაპელირებთ რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას უდანაშაულობაზე, იმაზე, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ, მიუხედავად იმისა იზიარებს თუ არა ამას საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ მოვუწოდებთ მას, იხელმძღვანელოს პირველ რიგში ქვეყნის ინტერესით, პოლიტიკური მიზანშეწონილობით და მიუხედავად თავისი პირადი შეხედულებებისა ამ საქმესთან დაკავშირებით, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია”, – თქვა გიორგი ლომიძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტის საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე ჰქონდათ მოლოდინი, რომ ნიკა გვარამია ამ დროისთვის უკვე თავისუფალი იქნებოდა, თუმცა შედეგი ჯერ არ აქვთ, რის გამოც მოქმედებას აგრძელებენ.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...