მთავარისიახლეებისამართალიჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში, ამიტომ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა - განაცხადა სრულიად...

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში, ამიტომ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოში, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრაზე

Published on

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში, ამიტომ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრაზე განაცხადა.
 
„ყოველთვის სიყვარულით ვიხსენებთ ჩვენს წინ შეხვედრებს. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში, ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ გადავლახავთ ყველა პრობლემას, რომელიც გვაქვს – ტერიტორიულ პრობლემებს“, – მიმართა პატრიარქმა სომხეთის პრეზიდენტს. 
 
მან ასევე აღნიშნა, რომ გუშინ საქართველოში პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე აღინიშნებოდა და ეს წლები მოსეს მიერ ებრაელი ერის აღთქმული მიწისკენ წინამძღოლობას შეადარა. მისი უწმინდესობის თქმით, „ეს რთული წლები იყო“.
 
პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს  აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე მიულოცა. 
 
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ერის და პირადად ჩემს მაგივრად იმ ლოცვების, იმ პოზიციის გამო, რომელსაც თქვენ ყოველთვის ახმოვანებთ და რომელიც მიმართულია ჩვენი ერების მეგობრობაზე. მე მახსოვს თქვენი სიტყვები იმის შესახებ, რომ ჩვენ ჩვეულებრივი მეზობლები არ ვართ, ჩვენ ვართ ძმები, რომლემაც ბევრი ათასწლეული გავიარეთ და მადლობა ღმერთს, ამ დროის განმავლობაში არ მომხდარა არაფერი ისეთი, რასაც შეეძლო ჩრდილი მიეყენებინა ჩვენი ურთიერთობებისთვის. ჩვენ მოვალენი ვართ და ასეც ვიქცევით, ამ ისტორიულ საფუძველზე დავაფუძნოთ დღეს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, რომლებიც ვითარდება. გუშინდელი მოლაპარაკებები, დღევანდელი შეხვედრა, მე ვფიქრობ, ამის დადასტურებაა“, – განაცხადა სერჟ სარგსიანმა.

სიახლეები

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...