მთავარისიახლეებისაზოგადოებასომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინასთან ომში - ფაშინიანი

სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინასთან ომში – ფაშინიანი

Published on

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ მან 4 მაისს ჩეხეთში ვიზიტისას ჩეხურ ტელეარხ CNN Prima News-თან ინტერვიუში ისაუბრა, თუმცა მასალა ოთხშაბათს გამოქვეყნდა

“ეს არასდროს გვითქვამს ხმამაღლა, მაგრამ ვფიქრობ, შესამჩნევია: უკრაინასთან ომში ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირე. და ჩვენი შეგრძნება ამ ომისგან, ამ კონფლიქტისგან არის შფოთვა, რადგან ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ყველა ურთიერთობაზე”, – თქვა ფაშინიანმა.

მისი თქმით, მაშინ, როცა დასავლეთში ერევანი მოსკოვის მოკავშირედ ითვლება, თავად მოსკოვს განსხვავებული აზრი აქვს და “თურმე ამ სიტუაციაში არავის მოკავშირე არ ვართ, რაც ნიშნავს, რომ დაუცველები ვართ”.

ფაშინიანი ამბობს, რომ აქვთ ბევრი საზრუნავი, რაც არ აძლევთ საშუალებას, უფრო მეტად ჩაერთონ სხვა პრობლემების გადაჭრაში.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...