მთავარისიახლეებიპაპუაშვილის თქმით, ვინც ღარიბაშვილის ბრატისლავაში გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებს საქართველოს ინტეგრაციას ეწინააღმდეგება

პაპუაშვილის თქმით, ვინც ღარიბაშვილის ბრატისლავაში გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებს საქართველოს ინტეგრაციას ეწინააღმდეგება

Published on

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ისინი, ვინც ბრატისლავაში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აკრიტიკებდნენ ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

მისი თქმით, პრემიერის განცხადებებზე სოციალურ ქსელებში გამოხმაურებები იყო კარგი მაგალითი, როგორ მუშაობს პროპაგანდა. პაპუაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის გარეთ, “სავარძელში წამომჯდარ” ექსპერტებს წარმოდგენა არ აქვთ საქართველოში ბოლო წლებში რა ხდება.

“გუშინწინდელი ფაქტი არის კარი მაგალითი, მედიასაც მოვუწოდებ, უბრალოდ დააკვირდით, მონიტორინგი გააკეთეთ იმ დღის, ვინ, რომელი ე.წ. ექსპერტები წამოიწიენ, როგორც ტალღა და ყველამ მიწყობილად ერთი და იგივე ვიდეოს გაზიარება როგორ დაიწყო ტვიტერზე, ფეისბუქზე ზუსტად ერთი და იგივე მონაკვეთი, შესაბამისი კომენტარები, რაც ჩვენ გუშინ წინ ვნახეთ, ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მეთოდი, ჩანს, რომ ეს არის ერთი შეკრული გუნდი, ჩვენ შიგნით რადიკალური ოპოზიცია და ქვეყნის გარეთ სავარძელზე წამომჯდარი ექსპერტები, რომლებიც საქართველოში ბოლო წლებია საერთოდ ნამყოფები არ არიან, წარმოდგენა არ აქვთ საერთოდ საქართველოში რა ხდება, არიან უბრალოდ ე.წ. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ექსპერტები და ვნახეთ როგორ მუშაობს, ეს პროპაგანდისტული გუნდი, ქსელი, რომელიც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არის. აიღეთ ეს სია და ეს სია უდრის იმ ადამიანებს, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტეგრაციას”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ღარიბაშვილმა მორიგი ანტიდასავლური და პრორუსული განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.

ღარიბაშვილის განცხადებებს პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა, რის გამოც პაპუაშვილმა Twitter-ზე ვრცელი განცხადება გაავრცელა. პაპუაშვილი ამტკიცებდა, რომ ღარიბაშვილის განცხადებებით მანიპულირება მოხდა. განცხადებაში პაპუაშვილი კანდიდატის სტატუსის არმიღებაზე პასუხისმგებლობას ისევ დასავლეთს აკისრებდა და წერდა, რომ “საქართველოს ყველა მცდელობის მიუხედავად, შევიდეს ნატოსა და ევროკავშირში, ჩვენ არასოდეს ვიღებთ დამსახურებულ საპასუხო ნაბიჯებს დასავლეთისგან”.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...