მთავარისიახლეებიპოლიტიკამთავრობა ქმნის წინაპირობებს, რათა უკრაინის ტერიტორიიდან გამაძევონ- მიხეილ სააკაშვილი

მთავრობა ქმნის წინაპირობებს, რათა უკრაინის ტერიტორიიდან გამაძევონ- მიხეილ სააკაშვილი

Published on

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება მისი ექსტრადიციისთვის ემზადება. როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, დღეს უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოში გაიმართება სხდომა, სადაც მთავრობა აპირებს, უარი თქვას მისთვის „სპეციალური დაცვის ქვეშ მყოფი პირის“ სტატუსის შენარჩუნებაზე.„ამ გზით მთავრობა ქმნის წინაპირობებს, რათა უკრაინის ტერიტორიიდან გამაძევონ. უკრაინის იუსტიციის მინისტრი იტყუება. მათ არ აქვთ ჩემი, უკრაინის მუდმივი მცხოვრების ექსტრადიციის კანონიერი უფლება“, – წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.ადმინისტრაციულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დღეს, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.

სიახლეები

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...