მთავარისიახლეებისაზოგადოება"მინდა აქ გამოვხატო აღფრთოვანება ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მიმართ" - ზურაბიშვილი ევროოპარლამენტში

“მინდა აქ გამოვხატო აღფრთოვანება ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მიმართ” – ზურაბიშვილი ევროოპარლამენტში

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინასა და პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადა:

“მინდა აქ გამოვხატო ქართველი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის მოსახლეობის მიმართ. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა არა მხოლოდ თავის ტერიტორიას იცავს, ის სისხლს ღვრის ყველა ჩვენგანისთვის, ევროპისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის, საქართველოსთვის და მისი უსაფრთხოებისთვის და მინდა აქ გამოვხატო ჩემი პირადი აღფრთოვანება პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. მე მჯერა, რომ უახლოეს მომავალში ორივე ქვეყანას ეყოლება თავისი წარმომადგენლები ამ დარბაზში”, – თქვა ზურაბიშვილმა. [სინქრონული თარგმანი]

აქვე, მან საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ “საქართველოსთვის ევროპული მოთხოვნა ქვეყნის ევროპული წარსულით იწყება”.

…ეს არის ის ფასეულობები, რომელსაც ჩვენ ევროპასთან ვიზიარებთ. ჩვენ ყოველთვის გვინდა ევროპული ცივილიზაცია, ეს იყო ბერძნული და რომაული ცივილიზაცია, რომელმაც დატოვა ძალიან დიდი კვალი ჩვენ მითოლოგიაში. ქრისტიანობა იყო ჩვენი იდენტობის ნაწილი, როგორც ერისა, საქართველო საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა, რათა შეენარჩუნებინა თავის იდენტობა. ასევე, ჩვენ ყოველთვის ვიყავით ქრისტიანული ავანპოსტი ამ ევროპულ ტერიტორიაზე. ეს იყო იგივე ევროპული ფასეულობები, რომლებიც იყო საქართველოში, – თქვა მან.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...