მთავარისიახლეებიმსოფლიოპრიგოჟინი გაბრაზებულია: "какого х*я вы допускаете прилеты БПЛА по Москве?!»

პრიგოჟინი გაბრაზებულია: “какого х*я вы допускаете прилеты БПЛА по Москве?!»

Published on

“ვაგნერის” შეფი ევგენი პრიგოჟინი მოსკოვზე დრონით შეტევების გამო გაცოფებულია და თავდაცვის სამინისტროს მიმართავს, უწოდებს რა მათ “აყროლებულ მძორებს”: 

“გამოეთრიეთ კაბინეტებიდან და ასწიეთ ერთი ადგილი, რანაირად დაუშვით, რომ მოსკოვს დრონებით შეუტიეს? თქვენ გიხდიან იმისთვის, რომ ქვეყანა დაიცვათ!”, – ყვიროდა აუდიმიმართვის დროს პრიგოჟინი. 

დრონებმა წუხელ ჯერ 350/450 კმ. თავისუფლად იფრინეს მტრის მიწაზე, მერე ,,უმაღლესად დაცულ” მოსკოვშიც დღისით-მზისით ლაღად შეფრინდნენ და მოსკოვის ცენტრს (რუბლიოვკას და პეტროვკას) და მოსკოვის შემოგარენს (მაგ. პუტინის რეზიდენცია ნოვო-აგარიოვოს) “მიაკითხეს”. რამდენიმე სახლი დაზიანდა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი მიხაილო პოდოლიაკმაც გააკეთა და განაცხადა: “თქვენ იცით, რომ ჩვენ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვცხოვრობთ. როგორც ჩანს, ყველა დრონს არ მოუნდა უკრაინაზე შეტევა და თავიანთ პატრონებს მიუბრუნდნენ…”

ვლადიმირ პუტინმა, მოსკოვზე დრონებით შეტევის პასუხად განაცხადა, რომ “კიევმა რუსეთის მოქალაქეების დაშინების პოლიტიკა აირჩია”: “ასეთი მოქმედებები შესაბამის უკურეაქცია იწვევს, ეს მაწუხებს.. ისინი ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ”, – განაცხადა ვლ. პუტინმა. 

–

ევგენი პრიგოჟინის აუდიმიმართვა გაბრაზებულ გულზე შეგიძლიათ აქ მოისმინოთ

სიახლეები

ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი – ტრამპი

"ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუმცა ჩრდილოეთ კორეას კი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ...

პენტაგონმა Raytheon-ს რაკეტებისთვის $20.7 მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა

პენტაგონმა Raytheon-ს რაკეტებისთვის $20.7 მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა.ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ პენტაგონმა კომპანია...

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...