მთავარისიახლეებისაზოგადოებასაჭიროა მეტი პროგრესი - შარლ მიშელმა ზურაბიშვილთან საქართველოში განსახორციელებელ რეფორმებზე ისაუბრა

საჭიროა მეტი პროგრესი – შარლ მიშელმა ზურაბიშვილთან საქართველოში განსახორციელებელ რეფორმებზე ისაუბრა

Published on

შარლ მიშელმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში რეფორმების განხორციელებისას დარჩენილი გამოწვევები და თორმეტ პუნქტიანი გეგმა განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, მიშელის განცხადებით, საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასთან და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში.

შეხვედრა ბრიუსელში დღეს, 30 მაისს, გაიმართა.

როგორც ევროკომისია წერს, პრეზიდენტებმა შეხვედრაზე საქართველოს ევროპული მომავალი განიხილეს, სადაც შარლ მიშელმა გაიხსენა ევროკომისიის 2022 წლის ივნისის ისტორიული გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთვის მიენიჭებინათ ევროპული პერსპექტივა და გაიმეორა მისი მტკიცე რწმენა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

პრეზიდენტმა მიშელმა ასევე გაიხსენა, რომ კომისია შემოდგომის „გაფართოების პაკეტის“ ფარგლებში მოამზადებს ანგარიშს იმ თორმეტი პრიორიტეტის განხორციელების შესახებ, რომელთა განხილვაც საქართველოს სთხოვეს. ამ მოხსენების შემდეგ, პრეზიდენტი მიშელი აპირებს შემდეგი ნაბიჯების საკითხი ევროსაბჭოს დღის წესრიგში 2023 წლის ბოლო კვარტალში დააყენოს.

ამავე შეხვედრაზე მიშელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტის როლს ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლისა და მრავალპარტიული განხეთქილების დაძლევაში. მან მიიღო მისი მოწვევა, რომ უახლოეს პერიოდში ეწვევა საქართველოს.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...