მთავარისიახლეებისაზოგადოებაანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

Published on

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა.სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 10 998 972 ლარია. სამუშაო კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვეში უნდა შესრულდეს. ტენდერი გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა. წინადადებების მიღება 13 იანვარს დაიწყება და 16 იანვრამდე გაგრძელდება.ანაკლიის პორტამდე გზისა და რკინიგზის მიყვანა – სახელმწიფოს ვალდებულებაა. მშენებლობა სავარაუდოდ 100 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება.სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პირველ ეტაპზე იგეგმება 2-ზოლიანი გზის მშენებლობა. სავალი ნაწილის სიგანემ უნდა შეადგინოს 11 მეტრი. რაც შეეხება ახალ სარკინიგზო მაგისტრალს, მისი სიგრძე დაახლოებით 17-18 კილომეტრი იქნება.

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...