მთავარისიახლეებისაზოგადოებაEU-ს ელჩმა მორიგი შეცდომა დაუშვა, ამ ყველაფერს ერთი დირიჟორი ჰყავს - ზარქუა

EU-ს ელჩმა მორიგი შეცდომა დაუშვა, ამ ყველაფერს ერთი დირიჟორი ჰყავს – ზარქუა

Published on

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ დემარშით ევროკავშირის ელჩმა “მორიგი შეცდომა” დაუშვა.

ზარქუა ამტკიცებს, რომ დემარშის საფუძველი არ არსებობდა და საქართველოსთვის მეორედ დემარშის გამოცხადებას “ერთი დირიჟორი ჰყავს”.

“ევროკავშირის ელჩმა ამ ქმედებით მორიგი შეცდომა დაუშვა, იცით, რომ ეს დემარში ნომერი ორია. ვინც ჰყავს ამ ყველაფერს ერთი დირიჟორი, როგორც პირველ შემთხვევაში შეცდომაში შეიყვანა და სამარცხვინოდ წარმოაჩინა პირველი დემარშის ავტორები, ანალოგიური საქმე გვაქვს მეორე დემარშთან მიმართებაში. საფუძველი არ არსებობს, აქაა ჩვეულებრივად ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ”, – თქვა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ საქართველოს დემარში გამოუცხადა. საქართველოს მთავრობას ოფიციალური განცხადება უკვე გადაეცა.

15 მაისს ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმადაც, სავიზო რეჟიმი გაუქმდა. 10 მაისს რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.

19 მაისს “აზიმუტმა” უკვე შესრულდა პირველი პირდაპირი ფრენა მოსკოვიდან. “ქართული ოცნება” გადაწყვეტილებას მიესალმება. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს რუსეთში მცხოვრებ “მილიონ ქართველს” გადაადგილებასა და ცხოვრებას გაუმარტივებს.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...