მთავარისიახლეებისაზოგადოებაროცა EU-ს წევრი გავხდებით, მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც საერთო ინტერესში შედის - კალაძე...

როცა EU-ს წევრი გავხდებით, მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც საერთო ინტერესში შედის – კალაძე დემარშზე

Published on

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემარშზე ამბობს, რომ სანქციებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ შეუერთდნენ. მისივე თქმით, საქართველო ჯერ EU-ს წევრი არაა და როდესაც წევრი გახდება, შემდეგ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც საერთო ინტერესში შედის.

“ჩვენ ხომ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციებს არ და ვერ შევუერთდებით. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს და არ გვინდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ დამაზიანებელი იქნება პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის.

საქართველ არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ და გვაქვს სურვილი მოხდეს ევროინტეგრაცია. როდესაც ჩვენ გვექნება სტატუსი, გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ჩვენც მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც საერთო ინტერესში შედის”, – თქვა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ევროკავშირის ელჩმა, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებთან ერთად ოფიციალური დემარში გადასცა ეკონომიკის მინისტრს.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...