მთავარისიახლეებისაზოგადოება"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის"- ხაბეიშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის”- ხაბეიშვილი

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის”, – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ყვარელში, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, რეგიონებში ჩამოყალიბდება ლოჯისტიკური ცენტრები, იქნება რეგიონული შეხვედრები და საპროტესტო აქციები, რომლის მთავარი მიზანიც საზოგადოების გაერთიანება იქნება.

დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განსახილველ თემებს შორის იყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, ქვეყნის ევროინტეგრაციის ისტორიული შანსი, რუსული საფრთხეები და მათი აცილების პოლიტიკა.

ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა, რომელსაც პოლიტსაბჭოს 84 წევრი და პარტიის სამდივნოს წევრები ესწრებოდნენ.

სიახლეები

ბაზარზე მკვლელი “კრისტალი” გამოჩნდა, რომელიც იპყრობს შენს გონებას და გიმონებს – ნარკოლოგი

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც ხშირად აქვეყნებს დასაბუთებულ გაფრთხილებებს ახალი, სხვებისგან განსხვავებული ნარკოტიკის გამოჩენის შემთხვევაში,...

საია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობს

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:  "ტელეკომპანია „პირველის“...

ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი კლინიკაში გადაჰყავთ

ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი...

თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ევროპული ქვეყნები ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ – გერმანია

ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ, თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტაზე...