მთავარისიახლეებისაზოგადოება"ოცნება" ღიად ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა - გახარია

“ოცნება” ღიად ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა – გახარია

Published on

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია პარტიის დაფუძნებიდან ორი წლის თავზე სპეციალურ წერილს აქვეყნებს, სადაც “ქართულ ოცნებას” მორიგ ჯერზე აკრიტიკებს. ექსპრემიერი წერს, რომ თანამდებობიდან გადადგომის და პარტიის შექმნის გადაწყვეტილება სწორედ საქართველოსთვის მიიღო, ხოლო “ოცნებამ” საკუთარ კეთილდღეობაზე ორიენტირებული არჩევანი გააკეთა.

გიორგი გახარია მმართველ პარტიას ღიად ანტიდასავლურ, ანტიდემოკრატიული ძალას უწოდებს და ამბობს, რომ ერთიანი, დემოკრატიული, ევროპული საქართველოსთვის ბრძლას განაგრძობს.

დღეს 2 წელი გავიდა პარტია “საქართველოსთვის” დაფუძნებიდან.

დღეს უკვე კარგად ჩანს, რომ ყველაფერი, რის გამოც გადავდექი და პარტია დავაფუძნეთ, სამწუხაროდ, გამართლდა. მე მაშინ გავაკეთე ჩემი არჩევანი საქართველოსთვის, ივანიშვილმა და „ოცნების” მაშინდელმა ბოსებმა – თავისი, ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის.

დღეს, როდესაც უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსეთი მარცხდება, ჩვენთან იგებს “ჰიბრიდულ” ომს და ტერიტორიებთან ერთად ოკუპირებული აქვს საქართველოს მთავრობა.

დღეს უკვე „ოცნება“ ღიად ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა, რომელიც აუფასურებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, და ქვეყნისთვის ყველაზე წმინდა – ტერიტორიული მთლიანობის საკითხითაც კი ცდილობს მანიპულირებას.

რა თქმა უნდა, ეს დროებითია, რუსეთი საქართველოში ვეღარასოდეს გაიმარჯვებს!

2 წლის წინ ჩვენ ვთქვით, რომ “ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ”.
დღეს ვამბობთ, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ, ერთიან მომავალს უქმნის საფრთხეს.

ერთიანი, დემოკრატიული, ევროპული, ქართული სახელმწიფოსთვის დაწყებული ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში, ჩვენ გავიმარჯვებთ!, – წერს გახარია.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...