მთავარისიახლეებიმსოფლიოკიევზე ერთი მასობრივი შეტევა მოგერიებულია, მეორე ტალღა დაიწყო, არის მსხვერპლი - კლიჩკო

კიევზე ერთი მასობრივი შეტევა მოგერიებულია, მეორე ტალღა დაიწყო, არის მსხვერპლი – კლიჩკო

Published on

ამ წუთებში უკრაინის დედაქალაქზე დრონებით (სავარაუდოდ, “შაჰიდებით”) მასობრივი საჰაერო შეტევის მეორებ ტალღა დაიწყო. როგორც კიევის მერი ვიტალი კლიჩკო წერს, პირველი ტალღის ფარგლებში ჩამოგდებულია 20 უპილოტო საფრენი აპარატი, თუმცა, ნამსხვრევებისგან მიყენებული ჭრილობით, სამწუხაროდ, ერთი კაცი დაიღუპა, ქალი კი ჰოსპიტალიზებულია. 

დეტალები:

კიევის, ჟიტომირის, სუმის ოლქებში აფეთქებების ხმა ისმის, თუმცა ხმა, რომელიც კიევში ისმის ჰსთ (ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის) სისტემის მუშაობის ხმებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სისტემები უპილოტო საფრენი აპარატების, სავარაუდოდ, “შაჰიდების” განადგურებას ახერხებენ. დამატებითი დეტალები იმის შესახებ, თუ რამდენი უსა (უპილოტო საფრენი აპარატი) და/ან ფრთოსანი რაკატე განადგურდა, დილით გახდება ცნობილი, მანამდე კი კიევის, ჟიტომირის, სუმისა და უკვე ჩერნიგოვის ოლქის მცხოვრებლებს თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდებენ – ოლქებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

აფეთქებებია სოლომენსკის რაიონში, შესაბამისი სამსახურები ადგილისკენ გავიდნენ. სვიატიშენსკის რაიონში მუშაობს ჰსთ. პეჩორის რაიონში ცხრასართულიანი კორპუსის სახურავზე ხანძარი გაჩნდა, რადგან იქ ჰაერში განადგურებული უსა-ს ნამსხვრევები დაეცა, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხდება. მოკლედ, კიევის ოლქი დრონებით მასობრივი შეტევის ობიექტია ამ წუთებში, ჯერჯერობით ჩინებულად მუშაობს კიევის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა.

“კიევის თავზე უკვე განადგურებულია 20-ზე მეტი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი, თუმცა, კიევისკენ დრონების ახალი ტალღა მიემართება”, – აცხადებს კიევის მერი. მისივე თქმით, “სოლომინკის რაიონში, ჰაერში აფეთქებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევით დაჭრილი 35 წლის ქალი ჰოსპიტალიზებულია, თუმცა, სამწუხაროდ, 41 წლის კაცი დაიღუპა. “

სიახლეები

ზელენსკი-ლავრაზე ეს დარტყმა არის თავდასხმა ქრისტიანულ საზოგადოებაზე

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დარჩეს მდუმარე რუსული ბარბაროსობის ამ უახლესი ქმედების წინაშე. ლავრაზე ეს...

რუსეთმა უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა და კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა, რომელიც...

შსს-მესტიაში დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით...

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. ინფორმაციას გამოცდების...