მთავარისიახლეებისაზოგადოებამოვითხოვთ ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, რომლის ხმა გისოსებს მიღმა რჩება - ECPMF

მოვითხოვთ ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, რომლის ხმა გისოსებს მიღმა რჩება – ECPMF

Published on

პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობას ეხმაურება და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს მისი გათავისუფლებისკენ.

“დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ საქართველო.

დღეს, როცა თავისუფლების სულისკვეთებას ვზეიმობთ, გავიხსენოთ ისინი, ვინც დღემდე იბრძვიან ამისთვის. მოვითხოვთ ჟურნალისტ ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, რომლის ხმა გისოსებს მიღმა რჩება. #თავისუფლებანიკას”, – წერს პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი.

შეგახსენებთ, მანამდე, 20 აპრილს რამდენიმე მედიაორგანიზაციამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა და მას ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა. ხელმომწერთა შორის იყო პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი.

დღეს, 27 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლამდე სამი დღით ადრე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

ორგანიზატორი ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობაა, აქციას პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდებიან.

ყველა, ვინც თვლის, რომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი ციხეში უსამართლოდაა დატყვევებული და მისი პატიმრობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი დაბრკოლებაა, ორბელიანების სასახლესთან მივა და სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეიწყალოს უდანაშაულო პოლიტპატიმარი.

აქცია ათონელზე საღამოს 18 საათზეა დაგეგმილი, თუმცა იქამდე, “მთავარ არხზე” ღია კარის დღეა. 16 საათზე ჩუბინაშვილის 41-ში ტელეკომპანიის თანამშრომლები მაყურებლებს, თანამოაზრეებსა და მეგობრებს სწორედ ნიკას არხზე უმასპინძლებენ და პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მსვლელობით გადაინაცვლებენ, სადაც აქციას შეუერთდებიან.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...